წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და
შპს მარელ 2025 (შემდგომში – Marel) შორის და არეგულირებს
თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.marel.ge (შემდგომში – ვებ-გვერდი)
გამოყენებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც Marel თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს
ვებ-გვერდის მეშვეობით, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული
კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
marel.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
Marel-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას
ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. www.marel.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს,
წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.
ინფორმაცია გადახდაზე
მყიდველს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრული.
მყიდველის მიერ საქონლისა და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება ხდება
მყიდველის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის მეშვეობით.
მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლისა და ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით,
გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის შესაბამისად. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა იმ გადახდაზე,
რომელიც განხორციელდება მისი ანგარიშიდან ან პაროლით.
Marel არ აგებს პასუხს მყიდველის პაროლის არასანქცირებული გამოყენების შედეგად წარმოშობილ ზარალზე.
რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია
Marel იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე,
შეცვალოს ან განაახლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ფასები, შეძენის პირობები,
მიტანის პირობები ან სხვა მომსახურების წესები.
ასევე Marel-ს უფლება აქვს შეაჩეროს ან გააუქმოს ნებისმიერი შეთავაზება ან პროდუქტის გაყიდვა
საკუთარი შეხედულებისამებრ. განახლებული პირობები ძალაში შევა მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე
და იმოქმედებს შემდგომში განხორციელებულ ყველა შეკვეთაზე.
მომსახურების მიღება-გაწევა
Marel ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას
ყველა შემთხვევაში (მაგალითად, მარაგის ამოწურვისას).
ასეთ შემთხვევაში Marel უფლებას იტოვებს მყიდველს შესთავაზოს ანალოგიური ღირებულების მქონე პროდუქტი
ან მომსახურება. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ჩანაცვლებაზე, Marel ვალდებულია სრულად დაუბრუნოს
მყიდველს გადახდილი თანხა იმ პროდუქციისთვის, რომელიც ვერ მიეწოდა.
პროდუქციის დაბრუნების პირობები
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება ვებ-გვერდზე აღწერილ
ან შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა მოწმდება მყიდველისთვის გადაცემისას.
პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა ხორციელდება www.marel.ge-ზე განთავსებული
დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია დაბრუნებისა და შეცვლის სტანდარტების შესახებ ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.